სტამბოლის პოლიციამ ოთხი ამბოხებული სამხედრო დააკავა

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ოთხი სამხედრო დააკავა. სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით,  ქალაქში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია. თურქეთის უმსხვილეს ქალაქში უსაფრთხოების დამატებითი ძალებია გაგზავნილი.
თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მუსულმანი ღვთისმსახურის, ფეთჰულაჰ გიულენის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.  გიულენის მომხრეები ბრალდებებს უარყოფენ.
ანკარაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 17 პოლიციელი დაიღუპა. თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ აკონტროლებს ძალაუფლებას ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები