ანკარაში შეიარაღებულ დაპირისპირებას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა

 სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა ანკარაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაცის თურქული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულები ის პოლიციელები არიან, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს იცავდნენ. შეგახსენებთ, რომ თურქეთში დღეს სამხედრო გადატრიალება მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ აკონტროლებს ძალაუფლებას ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფრომაცია ვრცელდება. ამბოხებულმა სამხედროებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის შენობის და ტელევიზიის აღება სცადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები