თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს. როგორც მოსახლეობისადმი მიმართავში თურქეთის ლიდერმა განაცხადა, ხელისუფლება გადატრიალებაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს და ყველა დამნაშავეს დასჯის. მისი თქმით, სამხედროების ქმედებების უკან აშშ-ში მცხოვრები ცნობილი თურქი მოღვაწე, ფეთჰულაჰ გიულენი დგას. ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთის მთავრობა არ გადადგება და სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორები სასტიკად დაისჯებიან.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქმა სამხედროებმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს. თურქეთ–საქართველოს საზღვარზე ჯერჯერობით სიმშვიდეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები