ნინო ქათამაძის კონცერტი "15 წელი ერთად", – მოსკოვში

   “15 წელი ერთად” – ამ სახელწოდებით ნინო ქათამაძის საიუბილეო კონცერტი მოსკოვში, მუსიკის საერთაშორისო სახლში გაიმართა. ,,ლეგენდარული ჯაზ-დივა მოსკოვში” – ასეთი იყო მოსკოვური მედიის რეზონანსი ამ მოვლენაზე. ნინო ქათამაძე კონცერტზე ჯგუფ Insight-სა და ბენდ Georgian Brass -თან ერთად გამოვიდა, ბენდის დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი იყო. 2 აპრილს კი ნინო ქათამაძის კონცერტია დაგეგმილი, ის ჯგუფ Insight- თან ერთად იმღერებს, კონცერტი, რომლის სახელწოდებაა “Разноцветный апрель“, კიევში გაიმართება. როგორც მომღერალმა განაცხადა, ეს ყველაზე მასშტაბური კონცერტია მის კარიერაში. მასთან ერთად კონცერტში  “Georgian Brass“ და მოსკოვის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები