„მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში გამგზავრებას უვიზოდ შეძლებენ“
მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში გამგზავრებას უვიზოდ შეძლებენ, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბათუმში, მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა -სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება” განაცხადა.
მისი თქმით, ”საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მისაღებად იყო საჭირო“.
”საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მისაღებად იყო საჭირო. ეს მოხდა იმ წარმატებული რეფორმების ხარჯზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა. მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში გამგზავრებას უვიზოდ შეძლებენ. ვიმედოვნებ, ეს პროცესი ამ წლის ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ღონისძიება ტარდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით. წლევანდელი კონფერენციის საპატიო პარტნიორია გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი (GLOBSEC Policy Institute).