დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა დაუნინგ სტრიტზე, პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია ოჯახთან ერთად დატოვა. კემერონი პრემიერის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც „კონსერვატიულმა პარტიამ“ ახალ ლიდერად შსს მინისტრი ტერეზა მეი აირჩია.
ბოლო გამოსვლაში პარლამენტში კემერონმა მოუწოდა ბრიტანელებს, ევროკავშირთან რაც შეიძლება უფრო მჭიდრო ურთიერთობები შეინარჩუნონ. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ლონდონის ყოფილმა მერმა, ბორის ჯონსონმა დაიკავა. ის ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას აქტიურად უჭერდა მხარს.