ბრიუსელში წუხელ ღამით ცხრა ავტომობილი დაწვეს. ამის შესახებ გამოცემა RTBF იუწყება. თვითმხილველები იუწყებიან, რომ მათ სამი აფეთქების ხმაც გაიგეს. შემთხვევა სენ-ჟილის რაიონში მოხდა, რომელიც მოლენბეკის რაიონს ესაზღვრება. მოლენბეკში ბევრი მუსულმანი ცხოვრობს და ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ აქ პოლიციამ რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა. მანქანების დაწვას პოლიცია ტერორიზმს არ უკავშირებს. სამართალდამცველების მტკიცებით, საუბარია კრიმინალურ დანაშაულზე. გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მეხანძრეებმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილების ჩაქრობა შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.