ადგილი, სადაც ზრუნავენ თქვენზე – ჩაჩავას კლინიკა აღჭურვილია ისეთი აპარატურით, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არავის აქვს

ადგილი, სადაც ნამდვილად ზრუნავენ თქვენზე – ეს სიტყვები უკვე წლებია, ჩაჩავას კლინიკას სავიზიტო ბარათად იქცა.
„კვირას“ კლინიკის მაღალი დონის კვალიფიციურ მომსახურებასა და პაციენტებისთვის კლინიკაში არსებულ კომფორტულ გარემოზე არაერთი სტატია გამოუქვეყნებია. ამჯერად კი „კვირა“ ჩაჩავას კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა (ოტორინოლარინგოლოგიური) განყოფილებას ესტუმრა.
ექიმთა უმრავლესობა, პირველ რიგში, ყურადღებას პაციენტებთან ჯანსაღ ურთიერთობაზე და მაღალი დონის ჰიგიენაზე ამახვილებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც ექიმი ნოდარ ბაკურაძე ყოფილა, რომელიც აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტებისთვის კომფორტი, პირველ რიგში, კლინიკის ყველა თანამშრომელთან არსებული ურთიერთობა, ჰიგიენა და მაღალკვალიფიციური მომსახურებაა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტმა აღნიშნა, განყოფილება აღჭურვილია ისეთი აპარატურით, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არავის აქვს. ჩაჩავას კლინიკა კი აღნიშნული აპარატურით უკვე 6-7 წელია სარგებლობს. სწორედ ესაა კლინიკის წარმატების საიდუმლოც.
„აქ ნამდვილად ექმნება პაციენტს კომფორტი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ უწევს სხვადასხვა მისამართზე სირბილი. აქვე ვიკვლევთ. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ თავი ჩვენც კომფორტულ გარემოში ვიგრძნოთ. ჰიგიენა უმაღლეს დონეზეა მოწესრიგებული. მაღალტექნოლოგიური აპარატურა, რომელიც ჩვენ უკვე წლებია გვაქვს, საქართველოში არ არსებობს. ეს კი პაციენტებში მეტ სანდოობას იწვევს.
გართულებების შემთხვევეაში ყველა საჭირო იარაღი ხელთ მაქვს. თუ მიკროქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო, არ მჭირდება მთელი დაწესებულების შეწუხება და იარაღების მოტანა. აპარატურაში ჩამონტაჟებულია ეს ყველაფერი და პაციენტებისთვისაც სწორედ ეს არის დიდი კომფორტი.
აპარატი იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ პაციენტის სურვილის შემთხვევაში, ვაჩვენო ვიზუალურად, რას ვაკეთებ. ასევე, შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობა დავაფიქრისორო, შევინახო. მრავალჯერადი მომართვიანობის შემთხვევაში ვაკონტროლო და ერთმანეთს შევადარო.
ახალშობილების გასინჯვაც აქვე ხდება. იბადებიან პატარები პათოლოგიური გართულებებით და, რა თქმა უნდა, ამის მოგვარებაც აქვეა შესაძლებელი. სწრაფად და უმტკივნეულოდ.
აპარატს თან ახლავს მრავალფუნქციური სავარძელი, სადაც პაციენტის გამოკვლევა შესაძლებელია როგორც მჯდომარე, ასევე ოდნავ მწოლიარე პოზაში.
სამედიცინო დაწესებულების უმნიშვნელოვანესი პრინციპი სტერილური იარაღებია, რომლებიც აქვე, ამ განყოფილებაში სტერილდება, ხდება მათი შეფუთვა და შემდეგი სტერილიზაციისთვის სტერილიზაციის ცენტრში მიდის. ჩაჩავას კლინიკა ავტონომიური კლინიკაა და ყველაფერი აქვე ხორციელდება.
გვაქვს უნიკალური მიკროსკოპი, როდესაც გარკვეული სახის სამუშაოებს ვატარებთ, გამოსახულება მონიტორზე გამოგვაქვს. ასევე ენდოსკოპიური იარაღი, რომელიც მონიტორზე ერთდება და უშუალოდ ყელის, ყურისა და ცხვირის ღრუში შევდივართ.
ერთი შეხედვით რთული პროცედურების ჩატარება პაციენტებს სულაც არ აფრთხობთ, რადგან თანამედროვე აპარატურა იძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტებთან მუშაობა ტკივილის გარეშე მოხდეს.
აპარატურა, რითიც ჩვენ ვმუშაობთ, მათში მეტ სანდოობას იწვევს, რადგან მოგვიანებით თავად რწმუნდებიან ამაში, რომ იგი უსაფრთხო და უმტკივნეულოა. დაწესებულებას, ძირითადად, ორსულები სტუმრობენ, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, იმიტომაცაა მოგონილი ენდოსკოპია, რომ ისე გამოვიკვლიოთ, მათ ნაკლები ტრავმა მივაყენოთ. ძველი მეთოდები ამ მხრივ ნამდვილად არ გამოირჩეოდა.
ასევე გვაქვს ხელსაწყო, რომელსაც ოტოსკოპია ჰქვია, რომელიც შემიძლია ხელით ვატარო და ნებისმიერ ადგილას მოვემსახურო ადამიანს. ეს ხელის აპარატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არ ვიყო მიჯაჭვული ამ ერთ ოთახსა და უზარმაზარ აპარატურას. ვთქვათ, პაციენტი გინეკოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული და უეცრად ყელ-ყურის ექიმი დასჭირდა, რომ არა ეს ხელსაწყო შიმიძლია ვთქვა, მოიყვანეთ აქ და აღმოჩნდეს, რომ სულაც არ არის მისი მოსვლა აქ საჭირო, სწორედ ამისთვისაა ეს აპარატურა, რომ მივიდე, ჩავხედო, დავრწმუნდე, სჭირდება თუ არა აქ წამოყვანა“,- განაცხადა ნოდარ ბაკურაძემ.
R
13643902_1119383551438856_1892510085_n

13652355_1119382524772292_1146036728_n

13643896_1119382528105625_334180517_n

13650482_1119382514772293_1210078987_n

13652657_1119382511438960_613659439_n

13672079_1119382518105626_925489455_n

13652665_1119382508105627_159418181_n

13664856_1119382521438959_1474363392_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები