1 ოქტომბერს რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს

1 ოქტომბერს, რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, მოგვიანებით კი, მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს. ამის შესახებ ნათქვამია ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოსა და აზერბაიჯანში რომის პაპის ფრანცისკე პირველის ვიზიტის პროგრამაში.
ვიზიტის პროგრამაში ნათქვამია, რომ რომის პაპი საქართველოში 30 სექტემბერს ჩამოვა. 2- დღიანი ვიზიტის ფარგლებში პონტიფიკოსი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, ასურულ-ქალდეური საზოგადოებისა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, ასევე კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდება. 2 ოქტომბერს, ფრანციკე პირველი ბაქოში თბილისიდან გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობას, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებსა და ებრაულ სათვისტომოს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები