სასწრაფოდ: 26 მაისს გარდაცვლილების ექსპერტიზა დასრულდა

მეტრო “თავისუფლების მოედანთან ” მდებარე მაღაზიის სახურავზე 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ აღმოჩენილი სულიკო ასათიანისა და ნიკა კვირტაძის ცხედრების ექსპერტიზა დასრულდა, – ამის შესახებ „კვირას“ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის „ვექტორის“ დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ განუცხადა. 10154688_739607882750725_862565203_n
გეჯაძის თქმით, ექსპერტიზა მოსამართლის ნებართვის საფუძველზე ცენტრს გამოძიებამ დაუკვეთა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ გაახმოვანებს, თუმცა აღნიშნა, რომ გვამებს დაზიანებები ჰქონდა, რაზეც დასკვნა უკვე დადებულია და შემდგომი შესწავლა – რეაგირებისთვის გამოძიებას გადაეცა.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გეტყვით. შედეგები გადაეცემა სამართლოს. ფაქტია, რომ არსებობს როგორც სამართლებრივი, ისე ორგანიზაციული ხასიათის კითხვები. ჩვენც გვაქვს კითხვები, რომელზეც გამოძიებამ უნდა იმსჯელოს. გეტყვით, რომ ორივე გვამზე არის გარკვეული დაზიანებები. თუმცა, მე უფლება არა მაქვს, გითხრათ, რა ტიპის დაზიანებებია ეს და როგორ შეიძლება იყოს მიყენებული“,- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
მისი თქმით, გვამებს როგორც ძვლების კომპიუტერული, ისე სხვა ტიპის გამოკვლევები ჩაუტარდათ. გეჯაძის განმარტებით, ექსპერტებმა ცხედრები სხვადასხვა ადგილას შეისწავლეს. მისი განცხადებით, ერთი გარდაცვლილის სხეულს ექსპერტიზა ქუთაისში ცხაკაიას სახელობის საავადმყოფოში, მეორე გვამს კი თბილისში, ღუდუშაურის ინსტიტუტის მორგში ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები