„ხშირად კაცობრიობა მიდის უფსკრულთან და არა მარტო მიდის, არამედ იხედება მასში“

ძალიან ხშირად კაცობრიობა მიდის უფსკრულთან და არა მარტო მიდის, არამედ იხედება უფსკრულში – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვნთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
“ხედავთ, რამდენად რთულია თანამედროვე ცხოვრება. ძალიან ხშირად კაცობრიობა მიდის უფსკრულთან და არა მარტო მიდის, არამედ იხედება უფსკრულში. ღმერთმა დაიფაროს, დაგროვილია ისეთი იარაღი, რომ შეიძლება სიცოცხლე მოისპოს დედამიწაზე, ამიტომ წმინდათა ლოცვა გვიშველის ჩვენ“, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები