რეჟისორ დავით კობახიძის „საბრალდებო დასკვნა“

   მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მორიგი ერთობლივი პრემიერა გაიმართა. ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ მიხედვით სპექტაკლი „საბრალდებო დასკვნა“ ცნობილმა რეჟისორმა დავით კობახიძემ დადგა.
სპექტაკლი, რომელიც თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით წარმოადგინეს, ორმოქმედებიანია. მხატვარია აივენგო ჭელიძე,- მუსიკალურად ის მერაბ მამულაშვილმა გააფორმა.
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“ პოლიტიკურად რთულ პირობებში, სეპარატისტული წინააღმდეგობის ფონზე,1991 წლის 10 მაისს სოხუმში შეიქმნა. თავდაპირველად, მას ბავშვთა თეატრი-სტუდია ერქვა. მოზარდმაყურებელთა თეატრი კი ცოტა მოგვიანებით, ჟიული შარტავას წინადადებით ეწოდა.
სახელმწიფო სტატუსი თეატრს 2003 წელს დევნილობაში მიანიჭეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები