ასტრონომებმა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც სამი მზე აქვს

არიზონის უნივერსიტეტის ასტრონომებმა უჩვეულო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც სამი მზე აქვს. შესაბამისად, ამ პლანეტაზე ყოველდღე მზის სამი ამოსვლისა და ჩასვლის ნახვაა შესაძლებელი. პლანეტის ნომერია HD 131399 Ab და მას, ყველა ცნობილ ეგზოპლანეტასთან შედარებით, ყველაზე დიდი ორბიტა გააჩნია. ობიექტი დედამიწიდან 340 ათასი შუქის წელიწადით არის დაშორებული და ის ცენტავრის თანავარსკვლავედში მდებარეობს. პლანეტის ასაკია დაახლოებით 16 მილიონი წელი, ანუ ეს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები