“თუ შსს-ს თანამშრომლებმა მოქალაქეებზე ზეწოლა განახორციელეს, ისინი აუცილებლად დაისჯებიან”

   შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ახალგაზრდა იურისტთა განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შსს-ს თანამშრომლებმა რამდენიმე მოქალაქისგან ჩვენებები მათზე განხორციელებული ზეწოლით მიიღეს.
“ეს ცუდია, თუ ეს დამტკიცდა, ეს თანამშრომლები აუცილებად დაისჯებიან. ამ საკითხით, რა თქმა უნდა, დავინტერესდები”, – განაცხადა ჭიკაიძემ. მისივე თქმით, შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი უკვე მიეცა პასუხისგებაში, რადგან მათ მოქალაქეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
“თუ ასეთი რამ იყო, პროკურატურა აუცილებლად გამოიძიებს, თუ დანაშული გამოიკვეთა, აუცილებლად დაისჯებიან”, – განაცხადა ჭიკაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები