“წინა მთავრობის დროს ქმარი ცოლთან ვერ დაიძინებდა, რომ არ ეთვალთვალათ”
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იმ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თვალთვალთან და მოსმენებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება. როგორც მან თსუ-ში სტუდენტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, წინა მთავრობის დროს ქმარი ცოლთან ვერ დაიძინებდა, რომ არ თვალთვალათ.
“ეს იყო ჩემს მიერ ინიცირებული. წინა მთავრობის პერიოდში ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო, ბოდიში და ქმარი ცოლთან ვერ დაიძინებდა, რომ არ ეთვალთვალათ, ვიდეო ჩაწერა და მიყურადება არ მოეხდინათ. ჩვენ გავანადგურეთ ბევრი ჩვენი მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, ნაწილი გადავეცით პროკურატურას, სადაც პიკანტური სცენები არ იყო და ამასთან ერთად მოვახდინეთ კანონის ინიცირება, რათა რეგულაციები გამკაცრებულიყო, რომ მომავალში ეს პრაქტიკა აღარ არსებობდეს”, – განაცხადა ჭიკაიძემ.