საქველმოქმედო აქცია -კონცერტი რუსთაველის თეატრში

   აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს აუტიზმის ასოციაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, 2 აპრილს, 20 სთ-ზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქველმოქმედო კონცერტს „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ გამართავს. კონცერტს დაესწრებიან მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და სხვა მოწვეული სტუმრები. საქველმოქმედო კონცერტში უსასყიდლოდ მიიღებენ მონაწილეობას ცნობილი ქართველი მუსიკოსები: დათუნა ალადაშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ლიზა რამიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, ნატალია ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი, ჯაზკვინტეტი და სხვები. კონცერტის ფარგლებში შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება ბავშვთა მულტიფუნქციური კლინიკისათვის განკუთვნილი ახალი სივრცის ტექნიკურ აღჭურვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები