"საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია იყოს უსაფრთხოების გარანტორი“
“საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია იყოს უსაფრთხოების გარანტორი – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც რასმუსენმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია გახდეს მაგალითი მთელი რეგიონისთვის, ქვეყანა – რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამავრცელებელია და თავისი არჩევანის – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელების გზაზე დგას.
“საქართველო ნატოს განსაკუთრებული პარტნიორია და ძალიან ვაფასებთ ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას. საქართველოს შეუძლია გახდეს მაგალითი მთელი რეგიონისთვის, ქვეყანა – რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამავრცელებელია და თავისი არჩევანის – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელების გზაზე დგას. ჩვენ მტკიცედ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას”, – განაცხადა რასმუსენმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია, და რომ ქვეყნებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება უფლება და ამ უფლებას პატივი უნდა სცეს ყველამ.
“საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია იყოს უსაფრთხოების გარანტორი. თქვენ ხართ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთის მისიის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ჩვენ მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას, ჩაერთოთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. თქვენ მიაღწიეთ აღსანიშნავ პროგრესს ამბიციური დემოკრატიული და თავდაცვის რეფორმებით,” – აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.