ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი თბილისშია. ჯონ ქერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მას აეროპორტში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს ელჩი ამერიკაში და ამერიკის ელჩი საქართველოში დახვდნენ.
14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ ქერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე ოპოზიციური პარტიების წევრებთან.