პრემიერმა და დავით ნარმანიამ ხურჩის ახლად დაგებული გზა გახსნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ხურჩის ახლად დაგებული გზა გახსნა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ახალი გზა საგრძნობლად გააუმჯობესებს ენგურს გაღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებას. პრემიერის შეფასებით, მთავრობა გამყოფი ხაზის გასწვრივ, ძველისგან განსხვავებულ, სრულიად ახალ პოლიტიკას ახორციელებს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობები შევუქმნათ. ენგურს გაღმა მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ამ მიზანს ემსახურება ხურჩის გზა. ეს 4-კილომეტრიანი გზა 3000-ზე მეტ ადამიანს გადაადგილების პირობებს გაუუმჯობესებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის გაძლიერება მთავრობის პრიორიტეტია და მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება საიმისოდ, რათა ადგილობრივი წარმოება გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები