ქაშუეთის ტაძარში სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისში, ქაშუეთის ტაძარში, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილი სახეები გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად ეკლესიაში დილიდან მიდიან.
სამძიმრის პარალელურად, ისინი ხელს აწერენ პეტიციას, რომელიც საზოგადოების ნაწილის ინიციატივით ორი დღის წინ შედგა, ხელმომწერები სულხან მოლაშვილის წამებაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას მოითხოვენ.
სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის წევრებს ელოდებიან.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში 29 ივნისს 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. სულხან მოლაშვილს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები