ბათუმში შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული გრძელდება – ვიდეო

ბათუმის ბულვარში, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, მომსახურების სააგენტომ ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გამართა.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ბულვარში მისულ სტუმრებს საგამოფენო სივრცეში უმასპინძლეს. ბავშვებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ვიდეო-რგოლები ნახეს და საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხო მოძრაობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
პატარებმა მართვის მოწმობის მისაღები, იმიტირებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩააბარეს და სიმბოლურად, ველოსიპედის მართვის მოწმობებიც მიიღეს.
საგამოფენო სივრცეში მისულმა დამსვენებლებმა და ტურისტებმა შსს-ს სპორტული კლუბის – MIA FORCE მანქანები დაათვალიერეს და მიმდებარე ტერიტორია საგზაო მოძრაობის ნიშნებით მოხატეს.
ერთი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესთავაზებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები