პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
საქართველოს პარლამენტში ინციდენტი მოხდა. პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ, აკაკი ბობოხიძე, ომარ ნიშნიანიძე და გია გაჩეჩილაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
პარლამენტის სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაჩეჩილაძემ სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალების“ მიმართ მწვავე განცხადებები გააკეთა, რასაც უმცირესობის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა.
გია გაჩეჩილაძის განცხადებით, დეპუტატ ნუგზრ წიკლაურზე განხორციელებული თავდასმით უმცირესობის წარმომადგენლები აპელირებენ. “გასულ წლებში ჩემს ოჯახზეც ხორციელდებოდა ზეწოლა, ეს ყველაფერი მაშინ არავის გახსნენებია”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
სხდომაზე დაწყებული კამათი სხდომის დარაზთან გაგრძელდა. დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტს.