მერი დავითაშვილის ხსოვნის საღამო კონსერვატორიაში

   კომპოზიტორ მერი დავითაშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. შაბათს, 5 აპრილს, 17 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში კომპოზიტორის ხსოვნის საღამო გაიმართება. მონაწილეობენ: როდამ ჯანდიერი, ლიანა კალმახელიძე, თათა ლიჩელი, გოგა შავერზაშვილი, ევ. მიქელაძის სახ. ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის ბავშვთა გუნდი. საღამოზე, რომელსაც მუსიკისმცოდნე ნანა ლორია გაუძღვება,- კომპოზიტორის შემოქმედებაზე ისაუბრებენ: რეზო კიკნაძე, ვაჟა აზარაშვილი, გულბათ თორაძე, ნესტან მესხი, დოდო გოგუა, კახა ცაბაძე.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება აუდიო და ვიდეოარქივი, ასევე ვიდეოკოლაჟი მერი დავითაშვილის მუსიკის მიხედვით შექმნილი კინო ფილმებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები