ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის წინააღმდეგ ლონდონში ათიათასობით ადამიანი შეგროვდა (ფოტოკოლაჟი)

ლონდონის ცენტრში ათიათასობით ადამიანი შეგროვდა, რომლებიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობენ. აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ ამით პარლამენტს აიძულებენ, რომ ის ევროკავშირიდან გასვლას წინ აღუდგეს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, „ევროპისთვის მარშის“ მონაწილეები ჰაიდ-პარკთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს, სადაც მიტინგი-კონცერტი გაიმართება.
„ჩვენ შეგვიძლია, „ბრექსიტს“ წინ აღვუდგეთ. ჩვენ შეგვიძლია პარლამენტს იმის უფლებამოსილება მივცეთ, რომ მან „ბრექსიტს“ გადახედოს. ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის და ჩვენ მდგომარეობის შეცვლას შევძლებთ, თუ ვიქნებით ორგანიზებულები და არ ვიქნებით გულგრილები“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
პირველი საპროტესტო აქცია ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ ლონდონში სამშაბათს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.
m
13563240_10206290370529782_1610080106_n
13576534_10206290370729787_217110925_n
13565397_10206290370809789_1693844213_n
13565471_10206290370689786_1508642346_n
13578960_10206290370609784_1385995566_n
13565551_10206290370769788_182648075_n
13576603_10206290370649785_209861177_n
11

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები