სტუდენტები სამხედრო – სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში სასწავლო გრანტს მიიღებენ

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სტუდენტებს სამხედრო – სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში, პრივილეგიები მიენიჭებათ. დადგენილების თანახმად, სტუდენტები, რომლებმაც 2012 და 2013 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ და ვერ მოიპოვეს, ან ნაწილობრივ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი და საკუთარი სურვილით, არა უგვიანეს 2014 წლის მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევამდე აიღეს ვალდებულება, თორმეტი თვის ვადით გაიარონ სამხედრო – სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმწიფო დაფინანსებით, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და თავდაცვის სამინისტრომ დადგენილების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უნდა უზრუნველყონ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობაში აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებიც უნდა გაითვალისწინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები