თბილისში ძლიერმა წვიმამ ქუჩები და სარდაფები დატბორა – მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ (ვიდეო)

თბილისში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად სარდაფები დაიტბორა, ძლიერმა ქარმა კი რამდენიმე ხე მოგლიჯა. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
ამასთან, ძლიერმა წვიმისა და სეტყვის გამო რთული ვითარებაა თბილისის ქუჩებსა და მაგისტრალებზე. წვიმისგან მოვარდნილმა ნიაღვარმა ავტომანქანების გადაადგილება გააძნელა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. შექმნილი მდგომარეობის გამო მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები