მინაშვილმა სიჭინავას კითხვას ვერ უპასუხა (ვიდეო)
აკაკი მინაშვილმა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის თეა სიჭინავას კითხვას ვერ უპასუხა. უმცირესობის წევრმა რამდენიმე წამიანი პაუზა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დროში“ ვიდეოკამერამ დააფიქსირა. თეა სიჭინავამ გადაცემაში მიწვეულ სტუმარს პარლამენტის უმცირესობის წევრს აკაკი მინაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ის გამოუძიებელი საქმეები შეახსენა, რომელიც ვალერი გელაშვილისა და კობა დავითაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ეხებოდა. შეგახსენებთ, რომ გადაცემა ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს მიეძღვნა