თურქეთის ხელისუფლება ტერაქტთან ახმედ ჩატაევის კავშირს არ ადასტურებს

თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან ახმედ ჩატაევის კავშირს არ ადასტურებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ. სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორად აჰმედ ჩატაევი თურქულმა გამოცემა Yeni Safak-მა დაასახელა. მათი ცნობით, ათათურქის სახელობის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ ტერაქტთან კავშირში ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, ახმედ ჩატაევია არის ეჭვმიტანილი.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ჩატაევი წარმოშობით გაეროს მიერ ტერორისტთა სიაშია შეყვანილი. აჰმედ ჩატაევი რუსეთის მიერ იძებნება. გამოძიების ცნობით, ის ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ახალი მებრძოლების „დავერბოვკებით“ არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს აჰმედ ჩატაევი ექსტრემისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები