ქაბულში ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტოკოლონაზე შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავტობუსებში პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულები იმყოფებოდნენ. კოლონის სიახლოვეს ორი აფეთქება მოხდა, რომელთაგან ერთი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები