„ჩვენს ინტერესში შედის, რომ ნუგზარ წიკლაურის საქმე გამოიძიონ“
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე, უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, უმრავლესობის ინტერესია, რომ ნუგზარ წიკლაურის საქმე გამოძიონ. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა.
„საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ პირადად კონტროლზე ჰყავს ეს საქმე აყვანილი, პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა ამის თაობაზე… ორი დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა და მიმდინარეობს გამოძიება. დავაცადოთ პროკურატურას, ჩვენს ინტერესში შედის, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.