პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს 4-5 სექტემბერს ჩინეთში შეხვდებიან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჩინეთში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდებიან. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. მანამდე ორი ქვეყნის ლიდერს სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პუტინმა უკვე აცნობა მინისტრთა კაბინეტს, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის ნორმალიზაციის პროცესია დაწყებული.
შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა ორშაბათს „სინანული გამოთქვა“ გასული წლის ნოემბერში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გამო. შესაბამისი წერილი მან რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები