„ჩვენ ვგმობთ ძალადობას“
ჩვენ აბსოლუტურად ვგმობთ ძალადობას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ „პოლიტიკის დროში“ განაცხადა. მისივე თქმით, ძალადობის წინააღმდეგები ყოველთვის ვიყავით როგორც ოპოზიციაში ასევე ხელისუფლებაში.
„მთლიანად ჩვენი ხელისუფლება და მე, ვგმობთ ძალადობის ნებისმიერი სახით გამოვლენას, ეს იქნება პარლამენტარის, თუ ნებისმიერი მოქალაქის მიმართ ჩადენილი. ძალადობა და სისასტიკე ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ ამას საქმით ვადასტურებთ. ყველა ყოველთვის ამის წინააღმდეგ გამოვდიოდით ოპოზიციაში და დღეს, ხელისუფლებაში ყოფინასა იგივე გზას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ