ჯონ ქერი – აშშ-ს და ირანს საერთო მტერი ჰყავს
ირანის მოქმედება ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სასარგებლოა, შესაბამისად, აშშ-ს და ირანს ერთი მტერი ჰყავს და საერთო ინტერესები აქვთ. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა. ეს კომენტარი ქერიმ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას გააკეთა, თუ რამდენად სასარგებლოა, ან საზიანო ირანის მოქმედება ერაყში.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ირანთან დაკავშირებით „ბირთვული გარიგების“ შემდეგ ამ ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები ეტაპობრივად უქმდება.