სტამბოლის აეროპორტში, ბოლო მონაცემებით, 41 ადამიანი დაიღუპა და 230 დაიჭრა

სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში სამშაბათს მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. დაჭრილია 230-ზე მეტი ადამიანი. „ბი-ბი-სი“ ცნობით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია. ამ ინფორმაციის მიხედვით, სამი თავდამსხმელი აეროპორტში ტაქსით მივიდა და მათ საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელთან ავტომატებიდან სროლა დაიწყეს. როდესაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა, ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. თურქეთის სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ტერორისტული შეტევა „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები