ქართველმა სამხედროებმა უელსში გამართულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა (ფოტოკოლაჟი)

უელსში, სენიბრიჯის სასწავლო ცენტრის ბაზაზე საბრძოლო სროლებით საველე ტაქტიკური სწავლება გაიმართა. ბრიტანელ და კანადელ სამხედროებთან ერთად წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულის ათეულმა მიიღო მონაწილეობა. „ალფა“ ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) წევრიც არის.
ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ინდივიდუალური და კოლექტიური მომზადება გაიარეს და უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ჩატარებულ ქვეითი ათეულის, ოცეულისა და ასეულის შეტევით და თავდაცვით ოპერაციებშიც ჩაერთნენ. სწავლების განმავლობაში სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობებიც ჩატარდა.
სწავლება უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითმა ბატალიონის ორგანიზებით ჩატარდა. წვრთნის მიმდინარეობას, ბრიტანელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსი ოფიცრები, ვიცე-პოლკოვნიკი ვახტანგ ქარცივაძე და მაიორი გიორგი მაისაშვილი აკვირდებოდნენ. მათ წვრთნაში მონაწილე ქართველი სამხედროები მაღალ დონეზე შეაფასეს. აღინიშნა, რომ მსგავსი სახის სწავლებებში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საბრძოლო მომზადების კუთხით სიახლეები დანერგოს.

13509033_1240874349278638_3037012480918969504_n 13509082_1240874329278640_6749707267287306361_n 13522054_1240874325945307_9047283231257897888_n 13529163_1240874272611979_4379030211132143311_n 13537742_1240874252611981_1259310470661097186_n 13533213_1240874259278647_1729610780007400991_n 13529111_1240874155945324_5534346163306273893_n 13516192_1240874109278662_2266391184788963136_n 13537619_1240874112611995_4133877205883062990_n 13438875_1240874115945328_9083522195983277959_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები