"ენვერის" საქმეზე გასამართლებულები პარლამენტში წულუკიანს გააკრიტიკებენ

 ყოფილი პოლიტპატიმრები, ე.წ ენვერის საქმეზე გასამართლებული პირები მიმდინარე კვირის ხუთშაბათს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მათი პრობლემებისა და მოთხოვნების შესახებ ისაუბრებენ. მოთხოვნებს შორის იქნება ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა. სასაზღვრო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსის ყოფილი თანაშემწე იურიდიულ საკითხებში, ყოფილი პოლიტპატიმარი მერაბ გორგაძე პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს და მინისტრის თეა წულუკიანის გაკრიტიკებას და მინისტრის მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაზე ისაუბრებს. როგორც მან “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, იუსტიციის მინისტრი ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიცემულ დაპირებას დღემდე არ ასრულებს, რის გამოც პოლიტპატიმრებს საშუალება არ აქვთ საკუთარ ქვეყანაში იპოვონ სამართალი.
16273_192760700911441_1564945117_n“აქამდე ვცდილობდი, რომ იუსტიციის მინისტრის მიმართ ბრალდებები კორექტულად გამომეხატა, უკვე იქამდე მივედი, რომ მზად ვარ ის ხუთშაბათს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გავლანძღო და მისი შეუსრულებელი დაპირებების შესახებ კიდევ ერთხელ ვისაუბრო. თუ წულუკიანი არ ფლობს სიატუციას, რას გველაპარაკებიან ჩვენ მისი თანამშრომლები? ეს მისი არაკომპეტენტურობის ბრალია, ან გვატყუებს. ხოლო თუ იცის და თვითონ ავალებს, რომ ასე მოგვექცნენ ყოფილ პოლიტპატიმრებს, ესეც არაკომპეტენტურობაა“, – აცხადებს მერაბ გორგაძე.
ყოფილი პოლიტპატიმარი მერაბ გორგაძე საკუთარი უფლებების დასაცავად, სტრასბურგის სასამართლოში იბრძვის. სარჩელის თანახმად, ის კომპენსაციის სახით 300 000 ევროს ითხოვს. სასაზღვრო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსის ყოფილი თანაშემწემე იურიდიულ საკითხებში 2009 წლის 5 ივლისს ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, რასაც მოგვიანებით მეორე ბრალი – ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა – შენახვაც დაემატა.
პირველი ბრალი – ყაჩაღობა მოგვიანებით მუქარად გადაკვალიფიცირდა. ბრალდებულმა კი საქმის გასაჩივრება დაიწყო. როგორც გორაძე განმარტავს, საქმის გასაჩივრების შემდეგ ის პროკურატურაში დაიბარეს და საქმის გამოძიების შეწყვეტა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრნენ. სტრასბურგის სასამართლომ ქართულ მხარეს გამოუგზავნა რეკომენდაცია, რომ მოახდინოს მასთან მორიგება.
“ძალიან ბევრი წერილი მქონდა იუსტიციის სამინისტროს და, პირადად, თეა წულუკიანის სახელზე დაწერილი, მაგრამ თეა წულუკიანამდე ვერაფრით ვერ მივედი. ვიყავი ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენელთან – ლევან მასხორაძესთან. მასხორაძემ კომპენსაციად 2, 500 ევრო შესთავაზა და საქმის სტრასბურგიდან გამოტანაში არწმუნებდა. შემდეგ თანხა 5,000 ევრომდე გაზარდა. მე კიდევ სტრასბურგში გადაგზავნილ სარჩელში დაფიქსირებული მაქვს კომპენსაციად 300 000 ევრო. ბატონ ლევანთან მოლაპარაკება ვერ შედგა“, – განაცხადა მერაბ გორგაძემ.
მასხორაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ყოფილი პოლიტპატიმარი თეა წულუკიანის მრჩეველმა თათია ხოჭოლავამ შეხვედრაზე დაიბარა.თათია ხოჭოლავა წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულთა საკითხებს კურირებს.
“წამოვედი შეხვედრიდან იმ შეთანხმებით, რომ ამ თათიას ჩემს საქმეზე დასკვნა უნდა დაედო და ჩემი საკითხი 5 დღეში უნდა შესულიყო წულუკიანთან. იმ შეხვედრაზე ისიც ვთქვი, რომ თუ მაინცდამაინც ფული უჭირს სახელმწიფოს, არც ერთი კაპიკი არ მითდა-მეთქი, მაგრამ ხომ შეიძლება რაღაც სხვა ზომები მაინც გაატარო? ან ის პირები დასაჯონ, ვინც ლამის სიკვდილის პირამდე მიმიყვანა. ან სამსახურის პოვნაში და დასაქმებაში დაგვეხმარონ, რომ პოლიტპატიმრებმა საზოგადოებაში ინტეგრაცია შევძლოთ. ყველაზე მეტად კი ის გვინდა, რომ ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნას და ყველა ჩვენგანის საქმე გულისყურით იქნას შესწავლილი. მთავარია სიმართლეს მივაღწიოთ“, – განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ გორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები