კოსაჩოვი: როგორც ჩანს, თურქეთს აფრთხილებენ, რომ ის არ უნდა მონაწილეობდეს ერთიან ანტიტერორისტულ ფრონტში

სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტები ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობას უკავშირდება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვმა განაცხადა.
„როგორც ჩანს, თურქეთს აფრთხილებენ, რომ ის არ უნდა მონაწილეობდეს ერთიან ანტიტერორისტულ ფრონტში. ეს მიმართულია ანკარის მცდელობის წინააღმდეგ, მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან და ისრაელთან“, – დაწერა კოსაჩოვმა ფეისბუქში.
მისი თქმით, თურქეთში რუსი ტურისტების დაბრუნებაზე საუბარი ამ დროისთვის ნააადრევია. კოსაჩოვმა სტამბოლის აეროპორტში ტერაქტში დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები