თამარ კორძაია: ტერორიზმის დასამარცხებლად მსოფლიომ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, გუშინ, სტამბოლში მომხდარი ტერაქტი კიდევ ერთი დადასტურებააა იმისა, რომ ტერორიზმის დასამარცხებლად საერთაშორისო დონეზე, უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო, – განცხადება ამასთან დაკავშირებით მან “კვირას” პრესკლუბში გააკეთა.
„ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა გუშინ სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მსოფლიო უფრო მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში უნდა იყოს იმისთვის, რომ ტერორიზმი იქნეს დამარცხებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიგრძნოთ ჩვენი წილი ვალდებულება ამ საქმის განხორციელებაში“, – განაცხადა კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები