ნატოს გენერალური მდივანი: ნატოს მოკავშირეები ერთიანნი არიან გადაწყვეტილებაში, ებრძოლონ ყველა ფორმის ტერორიზმს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთში განხორციელებულ ტერაქტებს გმობს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადება ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“მე მკაცრად ვგმობ საშინელ თავდასხმებს სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე. ჩემი ფიქრები გარდაცვლილთა ოჯახებთან, დაშავებულებთან და თურქეთის მოსახლეობასთან არის. ტერორიზმს გამართლება არ აქვს. ნატოს მოკავშირეები სოლიდარობას უცხადებენ თურქეთს და ერთიანნი არიან გადაწყვეტილებაში, ებრძოლონ ყველა ფორმის ტერორიზმს”, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.
ნატოს წევრი სახელმწიფოს – თურქეთის უმსხვილეს აეროპორტზე სამმი თვითმკვლელის თავდასხმას, ოფიციალური მონაცემებით, 36 ადამიანი ემსხვერპლა. მთლიანობაში დაშავებულია 147 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები