პან გი მუნმა მსოფლიოს ლიდერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მსოფლიოს ლიდერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ნათქვამია პან კი მუნის სპეციალურ განცხადებაში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა სტამბოლში განხორციელებული თავდასხმების სერია დაგმო და გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას მიუსამძიმრა.
“გაეროს გენერალური მდივანი მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს, რომელიც საფრთხეებს უპირისპირდება, და ხაზს უსვამს ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას”, – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაში.
პან გი მუნი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ტერაქტებთან კავშირში მყოფ პირებს გამოავლენს.