ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ახალი დაპირებები ჩაიდება, მათ შორის პენსიების საკითხზეც

პროგრამა მზადდება და მასში ჩაიდება ახალი დაპირებებიც, ეს იქნება რეალისტური დაპირებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური მიმართულებასთან დაკავშირებით ეკონომიკური პროფილის ექსპერტებს ხვდება.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ახალი დაპირებებს შორის, რომელიც პარტიის პროგრამაში ჩაიდება, იქნება პენსიების თემაც.
„ჩვენი პარტია აქტიურად მუშაობს წინასაარჩევნო პროგრამის მომზადებაზე. დღეს გვაქვს სამუშაო შეხვედრა ეკონომიკური პროფილის ექსპერტებთან და მათთან ერთად განვიხილავთ ჩვენი პროგრამის ეკონომიკურ ასპექტებს. პროგრამა მზადდება და მასში ჩაიდება ახალი დაპირებებიც, ეს იქნება რეალისტური დაპირებები, რომლებიც აუცილებლად შესრულდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს შეეხება ყველა მიმართულებას, მათ შორის პენსიების საკითხსაც, არა მარტო საპენსიო განაკვეთს, არამედ იმ საპენსიო რეფორმას, რომელზეც მთავრობა მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები