თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, შარტავას, დები იშხნელების, ჩიქოვანის, ახალშენის, იოსელიანის, ჭიათურის, ბზვანელის, კოსტავას (ნაწილობრივ) და ბალანჩივაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის, კანდელაკის, ჭელიძის, ზემო ვეძისის, ოდესის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ცხინვალის, ონიაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, მგალობლიშვილის და ლუქსემბურგის ქუჩების მოსახლეობას .
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VI და VII მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, კაკაბეთის, მესხეთის, ხარაბაძის, ტოლენჯის და ყვარლის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ვარკეთილი-3 X კვარტლის, სამგორის II დასახლების II ქუჩის, გახოკიძის, კალოუბნის, შუამთის და ბერიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, თაბუკაშვილის, ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძის და ჭანტურიას ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზიგზაგის I, II ქუჩების, ცოტნე დადიანის, ჩარგლის და ბოგვის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები