ბოლო მონაცემებით, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 36 ადამიანი ემსხვერპლა და 147 დაშავდა
ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 36 ადამიანი ემსხვერპლა და 147 დაშავდა. გარდაცვლილთა შორის 3 თვითმკვლელი ტერორისტია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებამდე ერთ-ერთმა ტერორისტმა ცეცხლი გახსნა, რასაც სამართალდაცველთა მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
ამ დროისთვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში აფეთქებები წუხელ 22:15 საათზე მოხდა.