ბოლო ინფორმაციით, სტამბოლის აეროპორტში ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არიან უცხოელები, ასევე ბავშვები.
თურქეთის უმსხვილეს აეროპორტში თავდასხმა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო რეისების მეორე ტერმინალის შესასვლელთან აიფეთქა თავი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმემელმა ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებამდე “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნეს. ათათურქის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. თურქეთის ხელისუფლებამ მედიას აეროპორტში მომხდარი ტერაქტების გაშუქება აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები