სტამბოლის აეროპორტის სიახლოვეს მესამე აფეთქება მოხდა
თურქული მედია სტამბოლის აეროპორტის სიახლოვეს მესამე აფეთქების შესახებ იუწყება. ტელეაქრხის NTV-ს ცნობით, აფეთქება მეტროსადგურ „აეროპორტთან“ მოხდა.
როგორც თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზდაგამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს ამ ინფორმაციის გადამოწმება.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, ორმა ტერორისტმა თავდაპირველად საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელთან ავტომატებიდან ცეცხლი გახსნეს, ხოლო შემდეგ თავი აიფეთქეს.