ათათურქის აეროპორტში აფეთქების მომენტი კამერამ დააფიქსირა – ვიდეო
ათათურქის აეროპორტში აფეთქების მომენტი კამერამ დააფიქსირა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტი რამდენიმე საათის წინ მოხდა. ორ აფეთქებას წინ უძღოდა სროლის ხმაც. ბოლო ინფორმაციით, ტერორისტული აქტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, თავი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.