სტამბოლის აეროპორტში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა
ბოლო ინფორმაციით, სტამბოლოს საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ორმა ტერორისტმა თავდაპირველად საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელთან ავტომატებიდან ცეცხლი გახსნეს, ხოლო შემდეგ თავი აიფეთქეს.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტებს ცეცხლი გაუხსნეს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ათათურქის აეროპორტი ამჟამად ზოგიერთ რეისს არ იღებს, რის გამოც თვითმფრინავები აეროპორტის თავზე დაფრინავენ.