აფეთქება სტამბოლის აეროპორტში – არიან დაჭრილები (ვიდეო)

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. არიან დაჭრილებიც. მედიის ცნობით, აეროპორტში მინიმუმ ორი აფეთქება მოხდა, ისმოდა სროლის ხმაც.
ათათურქის აეროპორტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ადგილზე მუშაობს პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები.
ამ დროისთვის უცნობია, დაშავებულებს შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები