კემერონი მოუწოდებს ბრიტანელებს, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ევროპასთან ახლო ურთიერთობები შეინარჩუნონ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობამ „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავშირთან ახლო ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

კემერონი მოუწოდებს ბრიტანელებს ,ევროპას ზურგი არ შეაქციონ.
პრემიერი იმედოვნებს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ მოლაპარაკება „კონსტრუქციული იქნება“.

დევიდ კემერონი ამჟამად ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე იმყოფება. ეს პირველი მსგავსი დონის შეხვედრაა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა. თავად კემერონმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლით უკვე შემდეგი პრემიერ-მინისტრი იქნება დაკავებული. ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს, ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები