IRI: "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს 52 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს 52 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. IRI-ს კითხვაზე – მომავალ კვირას რომ მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნების” კანდიდატი – 52% (მეორადი არჩევანი 4%), არც ერთი კანდიდატი – 4% (13%), გადაწყვეტილი არ აქვს – 18%(58%).
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის შედეგები დღეს გავრცელდა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.